ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროტესტმა მოიცვას მთელი საქართველო, ვიყოთ მაქსიმალურად ორგანიზებული, კოორდინირებული, ვიმუშაოთ სისტემურად, რომ საბოლოოდ ჩამოვშალოთ სისტემა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მთავარი მიზანია, რომ დაინიშნოს ხელახალი არჩევნები.
“ჩვენ ვიწყებთ პროტესტის ახალ ეტაპს, გვექნება კონკრეტული ნაბიჯები, რომელსაც გავაცნობთ საზოგადოებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროტესტმა მოიცვას მთელი საქართველო, ვიყოთ მაქსიმალურად ორგანიზებულები, კოორდინირებული, ვიმუშაოთ სისტემურად, რომ საბოლოოდ ჩამოვშალოთ სისტემა. რა თქმა უნდა, ჩვენი მიზანია, რომ არამხოლოდ არ მოხდეს არჩევნების აღიარება, არამედ დაინიშნოს ახალი არჩევნები“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს, 19:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია გაიმართება.