spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ

ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული არჩევანი – იზოლაცია და ჩაკეტვა, თუ ევროკავშირის წევრობა და განვითარება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ამ ბრძოლაში ხალხი გაიმარჯვებს.

“საქართველოს აქვს დიდი მომავალი და ჩვენ გვაქვს ძალიან კონკრეტული არჩევანი – იზოლაცია და ჩაკეტვა, თუ ევროკავშირის წევრობა და განვითარება. ამიტომ ვითხოვთ ახალ არჩევნებს, ამიტომ ვითხოვთ  პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას და  საქართველოს წინსვლას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ.

ათი დღის წინ, 15 თებერვალს იყო დიდი აქცია, დღეს, 25 თებერვალს კიდევ ერთი აქცია და ეს ძალიან მნიშვნელოვანია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები