spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ

დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის, იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ  განაცხადა. 

 

მისი თქმით,  რუსეთმა განაახლა თავისი კანონმდებლობა მეზობელ ქვეყნებში აგრესიის გასამართლებლად,  საჭირო  მტკიცებულებების “შექმნაში“ კი მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ეხმარება. 

 

“პუტინმა დაამტკიცა საზღვარგარეთ რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკისთვის  ახალი კონცეფცია, სადაც ვკითხულობთ, რომ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ იქნება ლატვიასთან, ლიეტუასთან, ესტონეთთან,  საქართველოსთან და მოლდოვასთან ურთიერთობისას რუსეთის მოქალაქეების უფლებების დაცვის საკითხი. უფრო მეტიც, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებების დაცვა მოხდეს. ეს ჩვენ კარგად გვახსოვს 2008 წელს, 90-იანი წლების დასაწყისში როგორ გამოიყენა ეს რუსეთმა საკუთარი თავდასხმების გასამართლებლად.რაც ყველაზე საგანგაშოა, ირაკლი კობახიძემ, ფაქტობრივად, პირდაპირ შეუქმნა მტკიცებულებები ვლადიმერ პუტინსა და რუსეთში არსებულ ხელისუფლებას საქართველოსთვის განსახორციელებელი აგრესიისთვის. კობახიძე რუსეთის მოქალაქეებისადმი ნეგატიურ განწყობას ანტისემიტიზმს ადარებს“, – განაცხადა ვაშაძემ. 

 

მისივე თქმით, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი რუსეთის მოქალაქეებისათვის საზღვრის დაკეტვაა. 

 

“სტრატეგია აღმაშენებლის” მოთხოვნაა, დაუყოვნებლივ მოხდეს დროებით საზღვრის ჩაკეტვა რუსეთის მოქალაქეებისთვის. იყოს სამი გამონაკლისი მხოლოდ: საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ უფლება დაბრუნდნენ სამშობლოში, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც არიან ქართველები რუსეთის ფედერაციაში, ჰქონდეთ საქართველოში შემოსვლის უფლება და ჰუმანიტარული მიზნებისთვის თუ რამე განსაკუთრებული შემთხვევა იქნება”, – განაცხადა  ვაშაძემ.

 

მისი თქმით, უახლოეს მომავალში დადგება მოცემულობა, რომ საქართველოს მოქალაქეების 10 პროცენტი იქნება რუსეთის მოქალაქე. ამის თავიდან ასაცილებლად, „სტრატეგია აღმაშენებელი“ ქმნის  მოაწერენ პეტიციას, რომელიც რუსეთის მოქალაქეებისთვის საზღვრის ჩაკეტვას შეეხება. 
გიორგი ვაშაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, ხელი მოაწერონ აღნიშნულ პეტიციას.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები