spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – დღეს საქართველო არის ივანიშვილის ხაფანგში, ჩვენ კი საქართველო ქართველებისთვის გვინდა

“ნაციონალური მოძრაობის” გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა და პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ “გამარჯვების კოალიციის დასაქმების გეგმაზე” ისაუბრეს.

 

“საქართველოს მასშტაბით დღეს, სადაც არ უნდა გავიაროთ, უამრავი სახლი არის ცარიელი. ჩვენი თანამემამულეები ელემენტარული შემოსავლის არქონის გამო ტოვებენ ქვეყანას. 800 ათასი ჩვენი თანამემამულე ივანიშვილის პარტიის მმართველობის პირობებში წავიდა საზღვარგარეთ სარჩო საბადებლის საძებნელად. დატოვეს მათ, რაც ყველაზე მეტად უყვარდათ. რატომ ხდება ეს საქართველოში?! იმიტომ, რომ საქართველოში არ არის სამუშაო ადგილები. ივანიშვილის 12 წლიანი მმართველობის პირობებში ხალხს კიდევ უფრო გაუჭირდა. განსაკუთრებით ეს რეგიონებში შეინიშნება. დღეს საქართველო არის ივანიშვილის ხაფანგში. ჩვენ კი საქართველო ქართველებისთვის გვინდა. ჩვენ აქ უნდა შევქმნათ ღირსეული სამუშაო ადგილები. ჩვენ უნდა მოვიზიდოთ ევროპულ-ამერიკული ინვესტიციები. ეს წელს უნდა გავაკეთოთ, აუცილებლად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

“ჩვენ რას გავაკეთებთ? ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება ქვეყნის განვითარება. რამდენიმე უცხოელს ჩემთვის უთქვამს “ტესტი გავაკეთოთ, ივანიშვილის, რუსეთის და ევროკავშირის ხსენების გარეშე თქვით, რისთვის ხართ, რისი გაკეთება გინდათ?” – ამაზე არის ჩვენი პასუხი – ეკონომიკის გაძლიერება, საქართველოს ეკონომიკის ცენტრად გადაქცევა, მაღალ ანაზღაურებადი ღირსეული სამუშაოების შექმნა, ისე, რომ სქართველოს არავინ ტოვებდეს“, – განაცხადა პეტრე ცისკარიშვილმა.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები