spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ერთადერთი, რა მოლოდინიც არის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში ახლიდან

ხელახალი არჩევნების გარდა სხვა გზა ბიძინა ივანიშვილს არ დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღიური ცხოვრება უფრო და უფრო დამძიმდება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარტნიორების მხრიდან ივანიშვილის რეჟიმთან საუბარი არც კი განიხილება.

“არც კი განიხილება ივანიშვილის თვითმარქვია რეჟიმთან საუბარი არანაირი პირობებით. ერთადერთი, რა მოლოდინიც არის ამერიკის შეერთებული შტატების, ჩვენი პარტნიორების მხრიდან, არის ის, რომ არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში ახლიდან. სხვა გზა ბიძინა ივანიშვილს არ დარჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყოველდღიური ცხოვრება უფრო და უფრო დამძიმდება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები