ჩვენი ტექნიკა და ყველაფერი წაიღეს, ასევე, ღამის გასათევად გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებებიც. მოვიკრებთ ძალებს, გვაქვს რამდენიმე ვერსია განვითარების და ვაცნობებთ საზოგადოებას ინფორმაციას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ეს ბრძოლა არ შეჩერდება, რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეიქმნას.
“ჩვენი ტექნიკა და ყველაფერი წაიღეს, ასევე, ღამის გასათევად გამოსაყენებელი სხვადასხვა საშუალებებიც. მოვიკრებთ ძალებს, გვაქვს რამდენიმე ვერსია განვითარების და ამაზე უახლოეს მომავალში, სხვა პოლიტიკურ ლიდერებთან ერთად ვაცნობებთ საზოგადოებას ინფორმაციას და სიახლეებს. ვიბრძვით ბოლომდე და არ ვჩერდებით, ეს ბრძოლა არ შეჩერდება, რა წინააღმდეგობაც არ უნდა შეგვექმნას“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მოქალაქეებმა მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე პროტესტის ადგილი დატოვეს. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, პოლიცია მელიქიშვილის გადაკეტვის უფლებას აძლევს საზოგადოებას, შესაბამისად, მათი იქ ყოფნა წინააღმდეგობას აღარ ქმნის.