spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ევროკავშირის მხრიდან გვექნება სრული მხარდაჭერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება

“დღეს მივიღეთ გარანტია: ევროკავშირის მხრიდან გვექნება სრული მხარდაჭერა, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება”, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

 

“სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” ევროპისკენ ინტეგრაციის გზას გადაუხვია ან ცდილობს, გადაუხვიოს. ჩვენ ვერ დავუახლოვდებით ევროკავშირს, თუ საქართველოში პროცესი გაგრძელდა ისე, როგორც დღეს ვითარდება. ფაქტობრივად, საჯარო გამოსვლებში “ქართული ოცნების” ლიდერები ანტიდასავლური პროპაგანდის თანამონაწილეები არიან. ჩვენ ამაზე გვქონდა საუბარი. შარლ მიშელის შეთანხმების შესრულება არ უნდა “ქართულ ოცნებას”, მაგრამ დღეს მივიღეთ იმის გარანტია, რომ სრული მხარდაჭერა გვექნება ევროკავშირის მხრიდან, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი შესრულდება, მათ შორის მართლმსაჯულების კუთხით, სხვა მიმართულებითაც, რომელიც ამ დოკუმენტში არის გაწერილი. 

 

რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 5 ივლისის უმძიმეს ძალადობის ფაქტებზეც, რომელიც იყო ჟურნალისტებთან მიმართებაში და კონკრეტულად ვუთხარით ფაქტები, რომ პოლიციამ არა თუ ვერ, არ დაიცვა ჟურნალისტები, არ დაიცვა საქართველოს მოქალაქეები. უფრო მეტიც, კორიდორებს უკეთებდა მოძალადე ჯგუფებს, რათა თავს დასხმოდა კონკრეტულ ადამიანებს. 

 

შარლ მიშელმა პირდაპირ თქვა, რომ რა თქმა უნდა, ამ საკითხებზე ისაუბრებს ხელისუფლებასთან”, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები