spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პოლიტპატიმრები ციხეში, არის წარმოუდგენელი

ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პოლიტპატიმრები ციხეში, არის წარმოუდგენელი, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მან ევრორეკომენდაციებსა და საქართველოს მომავალ არჩევნებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ არჩევნებში ქართველმა ხალხმა უნდა გაიმარჯვოს.

 

“ივანიშვილის პარტია ყველაფერს აკეთებს, რომ ხელი შეუშალოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს. გასულ წელს ქართველმა ხალხმა დიდი ბრძოლის შედეგად მოიპოვა კანდიდატის სტატუსი, წელს მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა გაიმარჯვოს არჩევნებში, რომ სწრაფად ევროკავშირში წავიდეთ და გავწევრიანდეთ. 

 

რაც შეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, ხაზგასმით ვამბობ, რომ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა და პოლიტპატიმრები ციხეში არის წარმოუდგენელი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები