spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას

გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ, ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას, გამორიცხულია მანდატების რეალიზება, სია, მანდატები არ არსებობს ჩვენთვის, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

“სრული კონსენსუსია, რომ ამ არჩევნების შედეგებს არავინ აღიარებს. ეს არის არა უბრალოდ გაყალბებული არჩევნები, ეს არის ტოტალურად გადაწერილი, რუსული სპეცოპერაცით შექმნილი შედეგები, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია ჩვენი, ყველას განწყობას. მივესალმებით პრეზიდენტის ამ სიტყვას. ხვალ, 19:00 საათზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბევრნი ვიყოთ რუსთაველზე.

ვფიქრობ, დაახლოებით 40-45-დღიანი ბრძოლა მოგვიწევს, რათა საბოლოო გამარჯვება მოვიპოვოთ, რადგან ჩვენ გავიმარჯვეთ ამ არჩევნებში და არა მათ, ვინც ამ ყალბი შედეგებით ამბობს, რომ გაიმარჯვეს. ამ გამარჯვების გატანებას არ ვაპირებთ. ვაპირებთ ბოლომდე ბრძოლას. გამორიცხულია ამ მანდატების რეალიზება. ჩვენ ამაზე უკვე გავაკეთეთ განცხადება. სია, მანდატები, არ არსებობს ჩვენთვის“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა და შედეგებს არ აღიარებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები