spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – გუშინდელი შეკრებით ჩვენ ავიღეთ მანდატი პრეზიდენტთან ერთად, რომ ბრძოლის გაგრძელების უფლება გვაქვს

ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა და სრულ კოორდინაციაში ვართ მასთან, ფაქტობრივად, მას მიჰყავს ეს პროცესები და მადლობა მას ამისათვის. ასეთი გამბედაობა, უკანდაუხევლობა მისი მხრიდან ჩემთვისაც მოულოდნელი იყო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ აქციაზე რუსთაველზე შეკრებილმა მოქალაქეებმა მათ გუნდს მანდატები და ვალდებულებები მისცა.

“ქვეყნის შიგნით ჩვენი ამოცანაა, რომ დავდოთ ამ სისტემური გაყალბების ანატომია. მთავარი საკითხია, რომ ჩვენ ამ ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს არ ვაღიარებთ. არჩევნებში გაიმარჯვა ხალხმა. გუშინდელი შეკრებით ჩვენ ავიღეთ მანდატი პრეზიდენტთან ერთად, რომ ბრძოლის გაგრძელების უფლება გვაქვს. მოსულმა ხალხმა მოგვცა ჩვენ არა მარტო მანდატი, არამედ ვალდებულება, რომ უკანდაუხევლად ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ იმ ხალხის წინაშე, ვისაც ხელი ავაწევინეთ და ვუთხარით, რომ არ ვცნობთ ამ არჩევნებს.

ამ მანდატით ორი ფლანგი გვაქვს, სადაც ვიბრძვით – საგარეო და საშინაო. ჩვენ გვქონდა პრეზიდენტთან შეხვედრა და სრულ კოორდინაციაში ვართ მასთან, ფაქტობრივად, მას მიჰყავს ეს პროცესები და მადლობა მას ამისათვის. ასეთი გამბედაობა, უკანდაუხევლობა მისი მხრიდან ჩემთვისაც მოულოდნელი იყო”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები