spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აპრილამდე სრულად სხვა ვითარება გვექნება ქვეყანაში

ამ დოკუმენტით, ფაქტობრივად, “ქართულ ოცნებას” შეეზღუდა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ევროსაბჭოს სახელით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ოცნებას”  მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად აქვს ადგილი დატოვებული.

“ამ დოკუმენტით, ფაქტობრივად, “ქართულ ოცნებას” შეეზღუდა ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა, სადაც ევროსაბჭოს სახელით შეიძლება იყოს წარმოდგენილი. იქნება ეს სადამკვირვებლო მისია, შეფასების მისიები, სამუშაო ჯგუფები, მონიტორინგის ჯგუფები თუ სხვა.

სანახევროდ, მხოლოდ და მხოლოდ სიმბოლურად აქვს ადგილი დატოვებული, მანამ, სანამ არ დანიშნავს ახალ არჩევნებს. თუ ამ ყველაფერს არ მოისმენს, საბოლოოდ შეუწყდება უფლებამოსილება. თუმცა, იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აპრილამდე სრულად სხვა ვითარება გვექნება ქვეყანაში. ასე რომ, წინ გამარჯვებისკენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

29 იანვარს  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც საქართველოს მომდევნო თვეებში ახალი არჩევნების ჩატარების და დაკავებულების გათავისუფლებისკენ მოუწოდებს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები