spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – იმედი მაქვს, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ და კეთილდღეობისკენ სვლას

მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა, იმედი მაქვს, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ და კეთილდღეობისკენ სვლას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი.

“მე რეფერენდუმში მივიღე მონაწილეობა, იმედი მაქვს, რომ ყველანი მხარს ვუჭერთ ევროპისკენ და კეთილდღეობისკენ სვლას. მე უარი ვუთხარი იზოლაციას ამ ქვეყანაში და საქართველოს აქვს ძალიან დიდი პერსპექტივა. მინდა ჩვენს თანამემამულეებს ვუთხრა, რომ დღევანდელი დღე არის გადამწყვეტი, რომელიც გადაწყვეტს ათწლეულებს საქართველოში, თუ, როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ ჩვენ. ყველას გთხოვთ, მიდით არჩევნებზე, მაქსიმალურად იაქტიურეთ, რადგან ჩვენი დიდი პერსპექტივა მოვიპოვოთ ყველამ. საქართველო არის ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა, რომელიც ამ ძნელბედობის ჟამს იქნება ერთიანი“, – განაცხადა ვაშაძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები იმართება. 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენს.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები