მე ვერ წარმოვიდგენ, ვერ დავუშვებ იმას, რომ ტყუილმა, ბოროტებამ, დაპირისპირებამ გაიმარჯვოს. ეს მართლაც კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. მხოლოდ ბრძოლას მოაქვს შედეგი და ივანიშვილის მთავარი ამოცანა ალბათ, არის ის, რომ ჩვენ დავნებდეთ, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე პირობას დებს, რომ მისი გუნდი არ დანებდება.
“ჩვენი, ერთიანობის მიზეზიც ის არის, რომ ევროკავშირი მოვიტანოთ. განცდა მაქვს, რომ საზოგადოებაში კონსენსუსია იმასთან დაკავშირებით, რომ შესაცვლელია ხელისუფლება, რომ არ გვინდა იზოლაცია.
ხელისუფლებაში წარმოდგენილი ძალა გამოდის და ასხივებს ბოროტებას, დაპირისპირებას, მტრის ხატის შექმნას ქვეყნის შიგნით, ამბობს, რომ დემოკრატია აღარ უნდა ამ ქვეყანაში, გაიძახის დღენიადაგ საკონსტიტუციო უმრავლესობას, იმიტომ, რომ იცის არა თუ საკონსტიტუციო, არამედ უბრალო უმრავლესობის მხარდაჭერაც არ აქვს. ამას იმიტომ ამბობს, რომ არ დაკარგოს ის ამომრჩეველიც და ვინმე მაინც დაარწმუნოს, რომ ის დარჩება ხელისუფლებაში.
მე ვერ წარმოვიდგენ, ვერ დავუშვებ იმას, რომ ტყუილმა, ბოროტებამ, დაპირისპირებამ გაიმარჯვოს. ეს მართლაც კეთილისა და ბოროტის ბრძოლაა. მხოლოდ ბრძოლას მოაქვს შედეგი და ივანიშვილის მთავარი ამოცანა ალბათ, არის ის, რომ ჩვენ დავნებდეთ და მე პირადად, პირობას ვაძლევ ყველას, რომ არ ვაპირებთ დანებებას”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.