“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, დასავლელმა პარტნიორებმა 19 აპრილის შეთანხმებასთან მიმართებაში საკუთარ თავზე ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულონ და კრიტიკულად აქტიურად ჩაერთონ ამ საკითხში.
“ჩვენ ამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ სწორედ იმ გარანტიით, რომ ამერიკა და ევროპა იყვნენ გარანტორები ამ დოკუმენტის შესრულების. შეაბამისად, ჩვენ კი არ გადაგვაგდეს, მათ საგარანტიო სიტყვას არ სცა პატივი “ქართულმა ოცნებამ”. ნამდვილად არ მაინტერესებს ახლა ხელი მოაწერა თუ არა “ნაციონალურმა მოძრაობამ”, ან ვინმემ. ჩვენ მოვაწერეთ ხელი მაშინ, როდესაც შეთანხმება შედგა. მათ შორის, პირადად შარლ მიშელიც არის პასუხისმგებელი ამაზე.
ვალდებულებები ხელმოწერებთან და მათ შორის, ჩემთან მიმართებაში, აიღეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა, მედიატორებმა და ისინი ვალდებულები არიან ჩვენს მიმართ. მე “ქართულ ოცნებას” რომ არ ვენდობოდი, ეს ორჯერ ორი ოთხია. მე ვენდე მათ და მათგან ვითხოვ კრიტიკულად აქტიურ ჩართულობას ამ საკითხთან დაკავშირებით.
კატეგორიულად მოვითხოვთ, გარანტორი მხარეების მხრიდან აღსრულების მექანიზმების განხორციელებას. რაც შეეხება შარლ მიშელის უსუსტეს განცხადებას, რომელიც დღეს ჰქონდა, ჩემი აზრით, ეს იყო ამ შემთხვევაში არასწორი განცხადება”, – განაცხადა ვაშაძემ.