spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ, ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას

ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა, სასამართლომ, რეზოლუციებმა, ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ესაა ფაქტი, მოცემულობა, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

“ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა, სასამართლომ, რეზოლუციებმა, ყველამ თქვა, რომ რუსეთმა ომი დაიწყო 7 აგვისტოს. ესაა ფაქტი, მოცემულობა, რომელიც გვაქვს, მაგრამ ხელისუფლებაში რომ ხარ და ამ საკითხსაც კი დაპირისპირებისთვის იყენებ და არაფერს აკეთებ ქვეყნის გაერთიანებისთვის, ერთიანობის მოწოდებისკენ, ამ მძიმე დღეებში მაინც, ვფიქრობ, ეს ნათლად აჩვენებს, რომ შენ ღირსი არ ხარ, მართავდე ქვეყანას. ჩვენ უნდა გავერთიანდეთ, გავაძლიეროთ ჩვენი სამშობლო, გავხდეთ ევროკავშირის წევრი, გავაერთიანოთ საქართველო, შევქმნათ სამუშაო ადგილები და ქვეყანაში არ იყოს არცერთი განუვითარებელი წერტილი დარჩენილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 16 წელი გავიდა. 5-დღიან საომარ მოქმედებებს 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის 170 – სამხედრო, შსს-ს 19 თანამშრომელი, 244 – სამოქალაქო პირი, დაიჭრა 2 234 ადამიანი. ომის შემდეგ, 26 აგვისტოს რუსეთმა საქართველოს ორი რეგიონის – აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის “დამოუკიდებლობა” აღიარა.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები