spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ, ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ

სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, მეორე პროცესი  კი 14:00 საათზე. ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ, ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აქციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, 16:00 საათზე ქუთაისში სასამართლო პროცესი იწყება და მოქალაქეებს იქ მისვლისა და პროტესტისკენ მოუწოდა.

“სასამართლო პროცესი ხვალისთვის გადაიდო. ხვალ 12:00 საათზე არის ერთი პროცესი, მეორე პროცესი კი 14:00 საათზე. ხვალ, 11:00 საათზე გთხოვთ, ყველანი შევიკრიბოთ ისევ აქ. დღეს, მათ ფაქტობრივად, სასამართლო დახურეს, შიგნით როგორც ჩანს პროცესი არ არის.

ასევე, 16:00 საათზე ქუთაისში სასამართლო პროცესი იწყება და ვინც ახლა გვიყურებთ, მიდით ქუთაისის სააპელაციოს შენობასთან. ასეთივე სასამართლო პროცესები იქნება ბათუმში და გთხოვთ, ადგილზე ორგანიზება გავაკეთოთ, რომ იქაც იგივე ტიპის შეკრებები იყოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები