spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – კონსტიტუციით მე მაქვს უფლება უარი განვაცხადო, როგორ შეიძლება იძულებით შემიყვანოთ პარლამენტში?

რანაირად შეიძლება, ვინმემ მაიძულოს მე, პარლამენტის წევრი გავხდე? კონსტიტუციით მე მაქვს უფლება უარი განვაცხადო, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მის გუნდს ყველა საკითხი დასაბუთებული აქვს და კონსტიტუციური უფლება აქვთ, მანდატებზე უარის თქმის.

“საარჩევნო კოდექსი არის ჩვეულებრივი კანონი. კონსტიტუციონალისტების უმრავლესობამ განმარტა, რომ ამის უფლება ჩვენ გვაქვს. ძალიან მარტივია, კონსტიტუციით მე მაქვს უფლება უარი განვაცხადო, როგორ შეიძლება იძულებით შემიყვანოთ პარლამენტში? საქართველოს კონსტიტუციით ყველას აქვს თავისუფალი არჩევანის უფლება, დაიკავოს ან არ დაიკავოს კონკრეტული თანამდებობა და მე ვამბობ უარს ამაზე. რანაირად შეიძლება, ვინმემ მაიძულოს მე, პარლამენტის წევრი გავხდე? კონსტიტუცია არის უზენაესი კანონი, შემდგომ არის კანონი. იერარქიაში როგორ არის საქართველოში – კონსტიტუცია, ორგანული კანონი და ჩვეულებრივი კანონი. იერარქიაში ყველაზე ქვედა დონეზე არის ჩვეულებრივი კანონი, როგორიც არის საარჩევნო კოდექსი. კონსტიტუცია არის ზემოთ და ეს ზემოთ მდგარი გეუბნება, რომ მე ამის უფლება მაქვს. დასაბუთებული გვაქვს ეს ყველაფერი ჩვენ ძალიან მაღალი დონის იურისტებით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები