მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრისა და “ერთიანობის” მხარდაჭერაზე. საქართველოს აქვს შანსი, თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზებისა და მსხვილი კომპანიების მოზიდვისა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ აშშ-ში ვიზიტისას განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში ამერიკული ინვესტიციები მნიშვნელოვანია.
“მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორობა უფრო მაღალ დონეზე ავწიოთ, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, შევქმნათ სამუშაო ადგილები, კონკრეტული ინვესტიციების წყარო, სწორედ ამერიკული ინვესტიციების დახმარებით.
ამაზე გვქონდა დღეს შეხვედრა, არა მხოლოდ კომპანიებთან, არამედ ილინოისის, ვისკონსინის გუბერნატორებთანაც, სადაც დიდი ინტერესია საქართველოსთან მიმართებაში. რატომ? იმიტომ, რომ საქართველოს აქვს შანსი, თავისი ისტორიული ფუნქციის რეალიზებისა და მსხვილი კომპანიების მოზიდვისა. ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ თქვენთან ერთად. მაღალანაზღაურებადი სამუშაოების გზა გადის 5 ნომრისა და “ერთიანობის” მხარდაჭერაზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა “ერთიანობის” ლიდერთან გიორგი ვაშაძესთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით 19-22 აგვისტოს აშშ-ში, ჩიკაგოში, დემოკრატიული პარტიის კონგრესზე იმყოფება.