ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ სუსტდება “ქართული ოცნება”, მათ აქვთ სერიოზული შიდა დაპირისპირებები, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, “ქართული ოცნება” დღის წესრიგის შეცვლას ცდილობს.
“ძალიან კარგად ვხედავთ, როგორ სუსტდება “ქართული ოცნება”, მათ აქვთ სერიოზული შიდა დაპირისპირებები და დარღვევები. სწორედ ამიტომ ცდილობენ, რომ დღის წესრიგი შეცვალონ, არ ისაუბრონ იმაზე, რატომ არ მიდის საქართველო ევროკავშირისკენ, არამედ საუბრობენ ათას სიგიჟეზე, თუნდაც მათთვის საზიანოზე”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.