spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთიც ამ გზით წავა, სავიზო იქნება თუ ფინანსური სანქციები, კიდევ უფრო მძიმე იქნება “ოცნებისთვის”

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის თქმით, საქართველოში განვითარებული პროცესების გამო, შესაძლოა, მომავალში გაერთიანებულმა სამეფომ ინდივიდუალური სანქცირების პაკეტი გამოსცეს.

 

“ვცდილობთ, რომ სანქციები არ შეეხოს ქვეყანას და სანქციები იყოს მხოლოდ პერსონალური, რადგან საქართველო რომ დაასანქციროს ბრიტანეთმა და ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ხვალ ქვეყანა იქნება ბანკროტი. ამერიკის და ევროკავშირის შემთხვევაშიც ეს მხოლოდ დასაწყისია. ეს არ არის საბოლოო ნაბიჯები. აშშ-ის მხრიდან ღიად განიხილება ფინანსური სანქციები. ის უკვე სხვა რანგის, პერსონალიზებული სანქციებია.

 

მე ვფიქრობ, რომ ბრიტანეთიც ამ გზით წავა. სავიზო იქნება თუ ფინანსური სანქციები, კიდევ უფრო მძიმე იქნება “ოცნებისთვის”, რადგან ბრიტანეთთან ბევრს აქვს კონტაქტი, ბევრი სხვადასხვა პრივილეგიებით სარგებლობს. მე არ მახარებს, რომ საქართველოსთან მიმართებით ასეთი რამ ხდება, მაგრამ სხვა გზა არ დაგვიტოვეს. როდესაც დიდ ღალატთან, სამშობლოს ღალატთან გვაქვს საქმე, მე ვფიქრობ, რომ სხვა გზა რეაგირების არ არსებობს”, – განაცხადა ვაშაძემ “ტვ პირველის” ეთერში.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები