spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – მეც ციხეში ჩამსვამენ, თქვენც, ყველას მოგაკითხავენ, ბოლოს მოგვიწევს სვანეთის მთიდან პროკლამაციებით მუშაობა

მეც ციხეში ჩამსვამენ, თქვენც ციხეში ჩაგსვამენ, ყველას მოგაკითხავენ, ბოლოს მოგვიწევს დისიდენტებივით სვანეთის მთიდან პროკლამაციებით მუშაობა, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით,  არავითარი სანქციები არ იქნება, ვიდრე დასავლელი პარტნიორები რეჟიმის წინააღმდეგ ერთიანობას არ დაინახავენ. 

 

“ყველა უნდა გავერთიანდეთ და კი არ უნდა ვურტყათ ერთიანობის იდეას, ხელი შევუწყოთ ყველამ, არა მხოლოდ პოლიტიკოსებმა, გვინდა ზეძლიერი ერთიანობა. უნდა გადავწყვიტოთ, ან სამშობლო ან პარტია. ან საქართველო, ან ადგილი სიაში, ამ შემთხვევაში დავიხსნით ქვეყანას, სხვა შემთხვევაში მიხეილ სააკაშვილს მოკლავენ ციხეში. მკვლელებთან გვაქვს საქმე, ჯალათებთან, ნიკა გვარამიას ახალ საქმეს შეუკერავენ და კიდევ გაუგრძელებენ ციხეში ყოფნას, არ გეგონოთ, რომ 3 წელით და 6 თვით ამოუწურება ეს ყველაფერი.

 

მეც ციხეში ჩამსვამენ, თქვენც ციხეში ჩაგსვამენ, ყველას მოგაკითხავენ, ბოლოს მოგვიწევს დისიდენტებივით სვანეთის მთიდან პროკლამაციებით მუშაობა, მაინც ვიბრძოლებ მე, მაგრამ ახლა ხმა უნდა იყოს ერთიანი. ამერიკა,  ევროპა ამას ელოდება, არაფერი სანქცია არ იქნება სანამ ერთიანობას არ ნახავენ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები