პარტიების გაუქმება რა არის? ქვეყანას გვიუქმებენ. სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ.
“გუშინ „ქართული ოცნება“ გამოვიდა და გამოაცხადა, რომ პოლიტიკური პარტიების გაუქმებას აპირებს. რატომ დააჩქარა განცხადება? “მეგობარ აქტზე“ კი არ ვისაუბროთ, როგორ გვტოვებენ მტრის წინაშე დაუცველად, არამედ ვისაუბროთ ათას უბედურებაზე.
პარტიების გაუქმება რა არის? ქვეყანას გვიუქმებენ. სუვერენიტეტის ხელყოფა უნდათ, საქართველოს იზოლაციაში მოქცევა უნდათ. მინდა მივმართო ამ უბადრუკებს: მიდი, გაგვაუქმეთ, ხომ მაგარი ბიჭები ხართ. დღესვე გაგვაუქმეთ, რისი თავი გაქვთ. თქვენ უკვე გაუქმებულები ხართ, საერთაშორისო სამართლით გაუქმებულები ხართ, „ქართული ოცნება“ არის არაღიარებული ვიწრო დაჯგუფება, რომელიც იზოლაციაშია ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ. გაუქმებულები ხართ, აბა რა ხართ. არავინ გელაპარაკებათ. ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრთან დადექით და ხომ მიგიჩინათ ადგილი” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.