მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია, ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მაკრონის სატელეფონო ზარი ივანიშვილთან იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არსებულ კრიზისში ჩართულია საერთაშორისო საზოგადოება.
“მაკრონმა ბიძინა ივანიშვილს ყური აუწია. ეს არის იმ რეალობის აღიარება, რომ საქართველოს ჰყავს ივანიშვილის რეჟიმი.
არანაირი ლეგიტიმაცია არც ე.წ. პრემიერს, არც შეკრებას, რომელსაც ისინი პარლამენტს ეძახიან არ აქვს და მივესალმები, რომ ასეთი მაღალი რანგის ჩართულობა არის კრიზისში, რომელსაც ჰქვია ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც მოაქვს მშვიდობის ნაცვლად ქაოსი, დაპირისპირება, რეპრესიები. ჩვენი მოთხოვნები ძალიან კონკრეტულია, უპირობოდ გათავისუფლება ყველა პოლიტპატიმრის და მეორე, ახალი არჩევნების დანიშვნა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.