ეს განხილვა არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ცალსახად აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სენატში დღევანდელი განხილვა აჩვენებს, რომ საქართველოს ხელისუფლებას ქვეყანა იზოლაციისკენ მიჰყავს.
“ეს განხილვა არის უმნიშვნელოვანესი, რომელიც ცალსახად აჩვენებს ჩვენს მოქალაქეებს, რომ ერთ მხარეს არის კეთილდღეობა ევროპასთან და ამერიკასთან ერთად, მეორე მხარეს არის სიღატაკე იზოლაციაში.
ამ მკაფიო არჩევანს დავინახავთ ჩვენ ამ დისკუსიაზე, სადაც ჩვენი პარტნიორების გულწრფელი სურვილია, რომ 14 მილიარდით და სხვადასხვა პროექტებით დაეხმაროს საქართველოს, იმისათვის, რომ ქვეყანამ სწრაფი ეკონომიკური სვლა განახორციელოს და ამ ქვეყანაში კეთილდღეობა იყოს ევროპული სტანდარტის, მეორე მხრივ, მკაფიო გზავნილს დავინახავთ, რომ არის ხელისუფლებაში მყოფ პოლიტიკურ ძალას – “ქართული ოცნებას” იზოლაციისკენ მიჰყავს ქვეყანა”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
დღეს ამერიკის სენატში საქართველოს საკითხზე მოსმენა გაიმართება. მომხსენებლებს შორის “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იქნება.