spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს, ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ

ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს, ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს, –  ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა ბრძოლაა საჭირო.

“დიდი მადლობა ყველას, ვინც გამოვიდა გუშინდელ აქციაზე. ამით ჩვენ მივიღეთ მანდატი, ლეგიტიმაცია, რომ ვიბრძოლოთ გამარჯვებისთვის. ეს იყო სპეციალური ოპერაცია, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ განახორციელა. ჩვენ ახლა გვაქვს ორი მიმართულება – საგარეო ასპარეზზე და ქვეყნის შიგნით. ქვეყნის შიგნით სისტემურად ვაგროვებთ აბსოლუტურად ყველა გაყალბების ფაქტს. მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს. ისევე როგორც ჩვენ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს. ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე” , – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები