spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით

ივანიშვილი წლებია, რაც მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს – მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის.

“ივანიშვილი წლებია, რაც მიზანმიმართულად ანგრევს ჩვენი უსაფრთხოების არქიტექტურას. მეგობრების გარეშე დარჩენილი საქართველო ზუსტად ისაა, რაც მტერს სურს – მარტო, დაუცველი და ადვილად დასაპყრობი.

ამ ვითარებაში „ოცნების“ დარჩენა ნიშნავს სრულ კატასტროფას და მზარდ საფრთხეს ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობისთვის. დავსვათ მარტივი კითხვა –  როდის იყო საქართველო უფრო დაცული, როცა ჩვენს გვერდით გვედგა აშშ, ევროკავშირი და მათი ძლიერი ეკონომიკა, თუ ახლა, როცა მარტონი დავრჩით მტრის პირისპირ? – ივანიშვილის რეჟიმის ყოველი დღე ზრდის საფრთხეს. რაც უფრო დიდხანს რჩებიან, მით უფრო მძიმე იქნება შედეგი. მოეშვით ყალბ პროპაგანდას “მშვიდობაზე“ – მშვიდობა არ მოდის საუბრით, ავტოკრატიით და გაძარცული ქვეყნით. მშვიდობა და დაცულობა მოდის მხოლოდ ძლიერი მოკავშირეებით, სანდო პარტნიორებით, ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობით და განვითარებული ეკონომიკით”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები