მოდით, შეგიძლიათ, პლედები მოგვიტანოთ. ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე სამართალდამცველებს აფრთხილებს, არ შეასრულონ დავალება.
“მივმართავ თვითგამოცხადებულ, თვითმარქვია ხელისუფლებას – არ გაბედოთ არავითარი უკანონო ქმედების ჩადენა. მშვიდობიანად ვაპირებთ ამ ადგილზე ვიყოთ 24 საათის განმავლობაში. მოქალაქეებს მივმართავ, შემოგვიერთდით, მოდით ჩვენთან, შეგიძლიათ, საკვებით დაეხმაროთ ხალხს, ასევე პლედები მოგვიტანოთ. პირველი წინააღმდეგობის წერტილი აქ, ამ წუთიდან დაიწყო. მშვიდობიანად ვდგავართ. პოლიციას ვუმეორებ, დაიცავით კანონი, ნუ შეასრულებთ პოლიტიკურ დავალებას. ეს არის 24 საათიანი უწყვეტი პროტესტი
ეს არის გამაფრთხილებელი პროტესტი. ეს გამზირი ხალხს ეკუთვნის. ვაპირებთ აქ ვიყოთ. ყოველ საათში გამოვაცხადებთ სიახლეს, რაც გვექნება”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.