გამარჯვების ფორმულას მე ასე ვუყურებ – მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი, მეტი წნეხი უცხოეთიდან სანქციებით და სხვა გზით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, სისტემას წნეხი ყველა მხრიდან უნდა შეექმნას.
“ერთიანობას აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. გამარჯვების ფორმულას მე ასე ვუყურებ – მეტი ერთიანობა, მეტი პროტესტი, მეტი წნეხი უცხოეთიდან სანქციებით და სხვა გზით. ეს არის ერთადერთი გზა. მეტ ერთიანობაში ვგულისხმობ ოპოზიციის მეტ და ერთად მუშაობას, მუშაობას სალომე ზურაბიშვილთან და ძალიან მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორთან.
ხალხი რას ითხოვს – დემოკრატიას, სასამართლო, რომ სასამართლოს ჰგავდეს და კანონის წინაშე თანაბარი არ იყოს. მთავარი არის ის, რომ სისტემას წნეხი ყველა მხრიდან შევუქმნათ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.