ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი “ქართული ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “ოცნება” რუსული ინტერესების გამტარია.
“ხშირად სვამთ კითხვას თუ რატომ არის ეს კანონი რუსული და მეოთხე პუნქტშიც გაქვთ უცხო ძალის ინტერესებთან საუბარი. მე ვფიქრობ, ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში მხოლოდ ერთი ორგანიზაციაა დასარეგისტრირებელი “ქართული ოცნება”, როგორც რუსული ძალის ინტერესების გამტარებელი.
ხომ არ დაამატებთ პუნქტს ამ მეოთხე მუხლს და ბარემ პირდაპირ ჩაწერთ, რომ „ქართული ოცნება“ არის როგორც უცხო ძალის გამტარებელი, რუსული ინტერესების გამტარებელი?”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.