spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ, რაც არის ძალიან უსამართლო

ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ, რაც არის ძალიან უსამართლო, სუსი  ჩამოყალიბებულია, როგორც პოლიტიკური პოლიცია, – ამის შესახებ “მესამე ძალა-სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ Front News-ს განუცხადა. 

 

მისი თქმით, ეს უსამართლობა არჩევნების გზით უნდა დასრულდეს.

 

“ფაქტია, რომ ქვეყანაში ყველას უსმენენ, რაც არის ძალიან უსამართლო, სამარდალდამცველები საკუთარ უფლებამოსილებას იყენებენ პოლიტიკური მიზნებისათვის. სუსი გახდა ჩამოყალიბებულია როგორც პოლიტიკური პოლიცია. 2 ოქტომბრის არჩევნებზე ეს უსამართლობა უნდა შევცვალოთ. გავარღვიოთ ეს უსამართლობა, რაც ქვეყანაში უკვე ათწლეულებია არსებობს”, – განაცხადა ვაშაძემ. 

 

რაც შეეხება ინფორმაციას “ქართული ოცნების” კანდიდატების უშიშროებასთან კავშირის შესახებ, ვაშაძე აცხადებს, რომ ქალაქებს კარგი მენეჯერები უნდა მართავდნენ. 

 

“ეს პირები დაკავშირებულია არიან  თუ არა სუს-თან, ამას დადგენა ჭირდება, მაგრამ უმრავლესობის წარმომადგენლების კანდიდატების წარსული, ესაა სამართალდამცავ სტრუქტურებში საქმიანობა. ქალაქებს უნდა მართავდნენ რეალურად პროფესიონალი მენეჯერები, პროფესიონალი ადამიანები, ვისაც ქალაქი უყვარს და არა ისინი, ვისაც სუსი ან პოლიცია გაამწესებს, რომელიმე კონკრეტულ პოზიციაზე”, – განაცხადა ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები