“ქართულ ოცნებას” საერთოდ არ უნდა ევროკავშირის წევრობა, ამზადებს ფონს, რომ შემდეგ ქართველ ამომრჩეველს მოუბრუნდეს და უთხრას, რომ ევროკავშირი გვეუბნება უარს, – ამის შესახებ სტრატეგია „აღმაშენებლის ლიდერმა“ გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ამორალურია, რომ ერთის მხრივ ითხოვდე ევროკავშირის წევრობას და მეორე მხრივ, ანტიუკრაინული რიტორიკა გქონდეს გაჩაღებული.
“ამორალურია ერთის მხრივ ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრიანებას ითხოვდე და აქეთ ანტიუკრაინული რიტორიკა გქონდეს გაჩაღებული. დაჩქარებული გაწევრიანების საკითხი მოიტანა ამ გეოპოლიტიკურმა ვითარებამ, რომელიც დაკავშირებულია უკრაინაში რუსეთის შეჭრასთან. ამ ვითარებაში საქართველოს ქმედება ძალიან ამორალური ჩანს, თვითონ ევროპარლამენტარები ამბობენ ამას, ისინი გვეუბნებიან და გვწერენ.
როცა ბუჩაში ჩასვლაც კი აღარ შეგიძლია, როცა შენი ქვეყნის შვილებს, რომლებმაც თავი შესწირეს, მათაც კი პატივს არ სცემ, თან რეფორმებს არ ატარებ აქ და გინდა წახვიდე და დაჩქარებული წესით მიიღო ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი მიიღო.
ამას რატომ აკეთებენ? „ქართულ ოცნებას“ საერთოდ არ უნდა ევროკაშირის წევრობა. ის ამზადებს ფონს იმისთვის, რომ მოუტრიალდეს ისევ ქართველ ამომრჩეველს და უთხრას – მე კი არ ვთქვი უარი, ევროკავშირმა თქვა უარი. მაშინ თქვენ დაინახავთ, რომ ეს არის ძალა, რომელმაც აგვაცდინა ევროინტეგრაციის გზას.
ეს რომ არ მოხდეს, ჩვენ, ოპოზიციის დელეგაცია ბუჩაშიც უნდა ჩავიდეთ, ვაშინგტონშიც და ბრიუსელშიც და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ იმის თქვა ვერ გაბედოს, რომ ჩვენ ევროკავშირი და ნატო გვეუბნება უარს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.