spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – “ქართული ოცნების” მითი, რომ 20 იანვრის შემდეგ მათთვის რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა

“ქართული ოცნების” მითი, რომ 20 იანვრის შემდეგ მათთვის რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართულ ოცნებას” ახალი არჩევნების დანიშვნის გარდა სხვა ალტერნატივა არ რჩება.

“ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ძალაუფლება და დავაბრუნოთ საქართველო დემოკრატიული განვითარების გზაზე. ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ახალი არჩევნები, რომელიც საფუძველს დაუდებს ივანიშვილის რეჟიმისგან საქართველოს გათავისუფლებას.

“ქართული ოცნების” მითი, რომ 20 იანვრის შემდეგ მათთვის რამე სასიკეთოდ შეიცვლებოდა, ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდა და დარწმუნებული ვარ, რომ სხვა ალტერნატივა ამ თვითმარქვია რეჟიმს გარდა ახალი არჩევნების დანიშვნისა არ და ვერ დარჩება. ძალა ერთობაშია და აუცილებლად გავიმარჯვებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები