spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ყაველაშვილი არის არალეგიტიმური, ჩვენს ინტერესს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი

ყაველაშვილი არის არალეგიტიმური, “ქართული ოცნება” არალეგიტიმური – ჩვენს ინტერესს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, “ქართული ოცნება” მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან.

“ქართული ოცნება” მთლიანად გავიდა კონსტიტუციური ჩარჩოდან, ქაოსია ქვეყანაში, რომლის ავტორიც ბიძინა ივანიშვილია.

ამ კვირის მანძილზე სალომე ზურაბიშვილმა მისცა შესაძლებლობა ივანიშვილს და თვითმარქვია რეჟიმსაც, რომ მოსულიყვნენ მოლაპარაკებებზე და შეთანხმებულიყვნენ ახალ არჩევნებზე – მათ ამაზე უარი თქვეს მოლაპარაკებებზე, შესაბამისად, მათ თქვეს უარი ამ კრიტიკული ვითარების შეთანხმებით დასრულებაზე.

მე ვფიქრობ, დღეს ხალხს უფლება აქვს მკაფიოდ თქვას – რომ ყაველაშვილი არის არალეგიტიმური, “ქართული ოცნება” არალეგიტიმური – ჩვენს ინტერესს გამოხატავს მხოლოდ და მხოლოდ სალომე ზურაბიშვილი”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები