spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ყველა ერთხმად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს ეს პროცესები

ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ქვეყანა ევროპის მასშტაბით, რომელსაც არ ექნება მკაფიო პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველას კარგად ესმის, რომ ივანიშვილი ეს არის რუსული პროექტი.

“600-ზე მეტი დეპუტატია წარმოდგენილი და ყველასთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ არ დარჩეს არცერთი ქვეყანა ევროპის მასშტაბით, რომელსაც არ ექნება მკაფიო პოზიცია საქართველოსთან დაკავშირებით. ერთია საერთაშორისო ორგანიზაციების პოზიცია, სადაც ჩვენ მივაღწიეთ, რომ არ აქვს აღიარება არჩევნებს, მივაღწიეთ იმას, რომ სრული მხარდაჭერა არის ხალხის, სრული მხარდაჭერაა ახალი არჩევნების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ახლა მნიშვნელოვანია, ეროვნული მთავრობები ჩაერთონ ძალიან აქტიურად და სწორედ ამიტომ, ამ ვიზიტს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.

ყველა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელია აქ და ყველა ერთხმად ვმუშაობთ იმისთვის, რომ საქართველომ გადალახოს ეს პროცესები. ყველას კარგად ესმის, რომ ივანიშვილი ეს არის რუსული პროექტი, ეს არის რუსეთის მიერ ხელდასხმული ადამიანი, რომელიც რუსულ ინტერესებს ემსახურება მხოლოდ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები