spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ყველა პენსიონერს ვეუბნებით, რომ ეს უსამართლო ცხოვრება დამთავრდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებისთანავე

პირობას ვდებთ, ყველა პენსიონერს ვეუბნებით, რომ ეს უსამართლო ცხოვრება დამთავრდება. პენსიონერს არ უნდა მოუწიოს წამალსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 
მისი თქმით, საქართველოში ყველაზე მაღალპროცენტიანი სესხი პენსიონერებს აქვთ. 

 

“ამ ქვეყანაში ყველაზე მაღალ პროცენტს იხდიან პენსიონერები. სწორედ ამიტომ გვჭირდება ცვლილებები და პირობას ვდებთ, ყველა პენსიონერს ვეუბნებით, რომ ეს უსამართლო ცხოვრება დამთავრდება “ქართული ოცნების“ ხელისუფლებიდან გაშვებისთანავე. 

 

ჩვენ გვჭირდება სწრაფი ეკონომიკური ზრდა, ინვესტიციები, რომ არ მოუწიოს პენსიონერს წამალსა და საჭმელს შორის არჩევანის გაკეთება, რომ მას არ დასჭირდეს საპენსიო სესხის აღება, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვწეროთ ეს უბედური, კაბალური პირობებით გაცემული საპენსიო სესხები და აღარ ჰქონდეს ყოველთვიურად პენსიონერს გადასახდელი 70-90 ლარი. ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაითვლება წარმატებად ის, რასაც ასაღებს მძარცველთა კასტა. 

 

ცვლილებების დრო მოახლოვდა და ამ ცვლილებებს ჩვენ აუცილებლად უზრუნველვყოფთ ქართველ ხალხთან ერთად”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 

150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება, – ეს გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და “ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა.

 

ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე,  სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც დაწესებულია 2023 წლიდან.

 

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები