spot_img
spot_imgspot_img
spot_img

გიორგი ვაშაძე – ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას, ახლა დროა, ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს

ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ახლა დროა, ძალა და სამშობლოს სიყვარული აჩვენოს საზოგადოებამ რეჟიმს.

“ახლა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გადავიდეთ ახალ ეტაპზე, როდესაც ფართომასშტაბიანი აქციები და პროტესტი იქნება. შევიკრიბებით ძალიან ბევრი ადამიანი და გამოვხატავთ სურვილს, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანა იყოს, რომ ქვეყანა ევროპისკენ წავიდეს, რომ ახალი არჩევნები დაინიშნოს, რომ პოლიტპატიმრები გათავისუფლდნენ, ამიტომ ყველას მოგიწოდებთ, შემოუერთდეთ ხვალინდელ აქციას. ახლა დროა, რომ ჩვენი ძალა, ერთიანობა, პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული ვაჩვენოთ რეჟიმს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

15 თებერვალს ხელახალი არჩევნების დანიშვნის, აქციების დროს დაკავებულების და “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” დამფუძნებლის მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით, საპროტესტო მარში გაიმართება. მოქალაქეები ევროპის მოედანზე 18:00 საათზე შეიკრიბებიან და მსვლელობას გამართავენ თავისუფლების მოედნისკენ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები