spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი

“სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე მესამე ძალის ჩამოყალიბებაზე საუბრობს და მიიჩნევს, რომ სწორედ ამ ძალად უნდა წარადგინოს მერობის კანდიდატი.

 

“ნომერ პირველი ამოცანა ჩვენთვის, ოპოზიციური პარტიისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლისთვის” არის ის, რომ “ქართულმა ოცნებამ” პროპორციულ ნაწილში ვერ აიღოს 43% და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ისე, როგორც ეს არის გათვალისწინებული შარლ მიშელის შეთანხმებაში. აქედან გამომდინარე, ყველა სტრატეგია, რომელსაც ჩვენ ვაგებთ, სწორედ ამაზეა ორიენტირებული.

 

მე ვფიქრობ, რომ ყველაზე სწორი იქნება ჩამოყალიბდეს მესამე ძალა და მან წარადგინოს მერობის კანდიდატი და წარადგინოს ყველა პოზიციაზე საკუთარი კანდიდატურები იმისთვის, რომ ხალხს მივცეთ არჩევანი, რომ არ არის არჩევანი მხოლოდ “ქართულ ოცნებასა” და “ნაციონალურ მოძრაობას” შორის, არ არის არჩევანი მხოლოდ  აწმყოსა და წარსულს შორის. არჩევანი არის აწყმოსა და მომავალს შორის. მე ამაზე ვმუშაობ ჩვენს გუნდთან ერთად და იმედი მაქვს, რომ პირველი ეტაპის კონსოლიდაცია მოხდება თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ხოლო შემდგომი ეტაპის – რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებისთვის”- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები