დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია. რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დაიწყოს.
“დღეს საქართველოში მიმდინარეობს ახალი ტიპის რუსული ოკუპაცია – ტვინების ოკუპაცია. რუსულ-ქოცური პროპაგანდა, ფსევდო-მედია და ყალბი ექსპერტები ერთად ქმნიან შფოთვის, ეჭვისა და უნდობლობის სისტემას.
ივანიშვილის მიზანი არ არის დაგაჯეროს. მისი მიზანია – სიმართლე ჩაძიროს ტყუილში, ყოველდღე დაგაბნიოს და დაგაეჭვოს. როცა ხალხი ამბობს: რა აზრი აქვს? „ყველა ერთნაირია, ვერავის ვენდობი…“ – იქ უკვე იმარჯვებს ივანიშვილი და მისი პროპაგანდა.
სწორად ინფორმირებული და გაბრაზებული ხალხი აპროტესტებს, დაბნეული და დეზორიენტირებული – ნებდება.
ივანიშვილის რეჟიმი დაბნეულ, დაღლილ და დანებებულ ადამიანებზე დგას. გამოსავალი? – თავისუფალი გონება!
თავისუფალი გონება ქმნის თავისუფალ ადამიანს, თავისუფალი ადამიანი – ქმნის თავისუფალ ერს. ამიტომ ქვეყნის გათავისუფლება ჯერ გონების გათავისუფლებით უნდა დავიწყოთ!”, – წერს გიორგი ვაშაძე.