spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ? ამ კითხვებს პასუხი უნდა გასცეთ

რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, ფასების ზრდის მიზეზი არა მხოლოდ მას, არამედ საქართველოს მოქალაქეებს აინტერესებთ.

 

“ირაკლი კობახიძეს მინდა, მივმართო, რატომ არიდებ თავს შეკითხვას, რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი და დიზელი საქართველოში? რატომ უძვირებთ ხალხს ცხოვრებას? რა ბეგარას ახდევინებთ საქართველოს მოქალაქეებს თქვენს სასარგებლოდ? ამ კითხვებს თქვენ პასუხი უნდა გასცეთ. 

 

როგორ შეიძლება ადამიანმა თავი ასე აარიდო იმ კითხვას, რომელიც საზოგადოებას აქვს? ეს ხომ მარტო ჩემი შეკითხვა არ არის, ეს არის იმ უამრავი ადამიანის შეკითხვა, რომელიც ამ ძვირ საწვავს ასხამს საკუთარ მანქანაში, რომელიც გვიძვირებს პროდუქციას. ხომ ცალსახაა, რომ ძვირი ბენზინი აძვირებს ცხოვრებას, ძვირი ბენზინის გამო ადამიანებს გადაადგილების პრობლემა აქვს, ძვირი საწვავის გამო პროდუქცია ძვირდება, მომსახურება ძვირდება, აბსოლუტურად ყველაფერი ძვირდება. 

 

ამიტომ კიდევ ერთხელ ვუმეორებ ირაკლი კობახიძეს,  გაგვეცით პასუხი კითხვაზე, სად მიდის 1.50 ლარი თითოეული ლიტრი საწვავიდან?! პასუხისმგებელი ხართ, რომ გამოხვიდეთ და ამ კითხვას გასცეთ ძალიან კონკრეტული პასუხი. რატომ არის ასეთი ძვირი ბენზინი, დიზელი, საწვავი დღეს საქართველოში?”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები