საჭიროა, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად იყოს სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც, სამწუხაროდ, ერთი თვეა მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ერთად დაჯდომა და მუშაობაა ამ ვითარებაში საჭირო.
“მხოლოდ ერთიანობით შეიძლება, გავათავისუფლოთ ტყვეები ციხეებიდან. პოლიციაში სხვა ვითარებაა, იმ ადამიანებს საერთოდ არ უნდათ, რომ ამ საქმეებში გარეული იყვნენ ამ უბედურებაში, რაც ხდება. ჩვენკენ გაცილებით დიდი ძალაა.
სად არის გამოსავალი? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილი საბოლოოდ დასრულდეს? დიდი გაერთიანება უნდა ჩამოვაყალიბოთ. პარტიები აღარ არსებობს, არსებობს ინდივიდები, რომლებსაც აქვთ მეტი სმენადობა და ვიღაცას ნაკლები. უნდა ვძლიოთ ერთიანობით, ამისთვის საჭიროა, რომ ყველა პარტიის წარმომადგენელი ერთად იყოს სალომე ზურაბიშვილთან ერთად, რომელთანაც, სამწუხაროდ, ერთი თვეა მე პირადად კომუნიკაცია არ მქონია. მუდმივად ვიწერები – ხალხო, შევიკრიბოთ, დავსხდეთ, უნდა ვიმუშაოთ, ისე არ გამოვა არაფერი. გახარიასთან რომ არ გამოდის ღრმად თანამშრომლობა, ეს შემდგარი ფაქტია. არ უნდა იმ კაცს, რა გავაკეთოთ. საზოგადოებამ თვითონ გადაწყვიტოს, სწორია თუ მტყუანია. ჩემი აზრით, არასწორია მისი პოზიცია”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.