spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – სანამ თვითმარქვია, პრორუსები იქნებიან ხელისუფლებაში, ევროპისკენ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება

სანამ თვითმარქვია, პრორუსები იქნებიან ხელისუფლებაში, ევროპისკენ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. ევროკავშირში ინტეგრაცია გადის სამართლიან არჩევნებსა და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების ყოფნაზე, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის ევროინტეგრაციის მთავარი ფუნდამენტი.

“ევროკავშირში ინტეგრაცია გადის სამართლიან არჩევნებსა და ხელისუფლებაში ისეთი ადამიანების ყოფნაზე, ვისაც ევროკავშირის წევრობა უნდა. სანამ თვითმარქვია, პრორუსები იქნებიან ხელისუფლებაში, ევროპისკენ ნაბიჯი ვერ გადაიდგმება. სამართლიანი არჩევნების ჩატარება არის ამის მთავარი ფუნდამენტი.

ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნების“, ამ თვითმარქვია დაჯგუფების გამო, საქართველოს უვიზო მიმოსვლა ევროკავშირთან დგას საფრთხის ქვეშ, ამიტომ, ყველა პასუხისმგებლობა ამ თვითმარქვია ადამიანებზეა, რომლებიც საკუთარ თავს ხელისუფლებას უწოდებენ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები