საქართველოში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“საქართველოში მოქმედებს ტერორისტული დაჯგუფება, რომელსაც “ქართული ოცნება” ჰქვია. ეს არის რეალურად ღალატის და უსამშობლოთა გაერთიანება. არაფრის გამომძიებელი შსს არ არის ფორმალურადაც კი. დარწმუნებული ვარ, რომ მათი ხელდასხმით და მათი ხელის დაფარებით ხდება ამ დანაშაულების ჩადენა. ეს არის სისტემური ტერორისტული ქმედებები, რომელსაც ისინი ახორციელებენ “, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
“ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისს წუხელ, გვიან ღამით უცნობი პირები თავს დაესხნენ. პარტიის ინფორმაციით, თავდამსხმელებს ხის ხელკეტები ჰქონდათ, რითაც დამტვრეულია სხვადასხვა ნივთი. შსს-მ საქმეზე გამოძიება დაიწყო.