შავი ზღვის აქეთ უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” “რუსული კანონის” მიღებით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა და “ერთიანობის” წევრმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
“ახლა ჩვენ ვართ ბათუმში. ჩვენს წინ არის შავი ზღვა. შავი ზღვის იქით არის ევროკავშირი, მე მინდა, რომ შავი ზღვის აქეთაც იყოს ევროკავშირი და “რუსულმა კანონმა” სწორედ ეს შეაჩერა. შავი ზღვის აქეთ უნდა გადმოსულიყო ევროკავშირი, მაგრამ სამწუხაროდ, “ქართულმა ოცნებამ” “რუსული კანონის” მიღებით შეაჩერა ევროკავშირში ინტეგრაციის გზა. ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. შესაბამისად, ის, რომ საქართველოს კონსტიტუცია დაირღვა, არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი. ამიტომ ვართ სრულად ოპოზიცია ერთიანი, ამიტომ შეგვაქვს სარჩელი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმალური შესაძლებლობა მაინც მივცეთ იმის, რომ უტყუარად დადასტურებული ფაქტი, რომ “რუსულმა კანონმა” შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი, გააუქმოს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
ოპოზიციამ “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის გაუქმებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.