ჩვენ მეტნი ვართ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა ვართ, ვისაც გვინდა ევროპა, განვითარება და შეთანხმებულები ვართ, რომ ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ, “ქართული ოცნება“ უნდა მოვიშოროთ და წავიდეთ წინ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ტყუილების დრო მთავრდება, იწყება აღმშენებლობის დრო, განვითარების დრო, ევროკავშირში შესვლის დრო.
“ჩვენ მეტნი ვართ, ჩვენ აბსოლუტური უმრავლესობა ვართ, ვისაც გვინდა ევროპა, განვითარება და შეთანხმებულები ვართ, რომ ივანიშვილი უნდა მოვიშოროთ, “ქართული ოცნება“ უნდა მოვიშოროთ და წავიდეთ წინ. აღარასდროს არ უნდა გავიხედოთ უკან, ქართველი ერი არის ღირსეული ერი და არ აიტანს არც იზოლაციას, არც ბოდიშს მტრის წინაშე და არ აიტანს იმ უკეთურებას, რაც ახლა ქვეყანაშია. ტყუილების დრო მთავრდება, იწყება აღმშენებლობის დრო, განვითარების დრო, ევროკავშირში შესვლის დრო. უბრალოდ წარმოიდგინეთ, ისტორიული შანსი, რომ საშვილიშვილო კეთილდღეობა იყოს საქართველოში მოგვეცა და ამას ეღობება ივანიშვილი, ამიტომ წავალთ წინ, განვვითარდებით და აუცილებლად გავიმარჯვებთ ყველანი ერთად“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
თბილისში მარში – “საქართველო ირჩევს ევროკავშირს” მიმდინარეობს.