spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – შევთანხმდით, რომ გვექნება საერთო კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით

შევთანხმდით, რომ გვექნება საერთო კოორდინაცია მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, – ამის შესახებ სამი ოპოზიციური პარტიის ლიდერების მონაწილეობით “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ „სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. 

 

მისი თქმით, ოპოზიციის ყველა ნაბიჯი დამოკიდებული იქნება “ქართული ოცნების” და სასამართლოს გადაწყვეტილებაზე. 

 

“ჩვენ შევთანხმდით, რომ გვექნება საერთო კოორდინაცია მიხეილ საკაშვილის საკითხთან დაკავშირებით, მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ყველა ჩვენი ქმედება პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული “ქართული ოცნებისა” და სასამართლოს გადაწყვეტილებებზე, შესაბამისად, ყველა სცენარი გავიარეთ.

 

რატომ მალავენ მიხეილ სააკაშვილს? რატომ არ მომცეს მე საშუალება რომ შევსულიყავი მასთან? რატომ არ მოყავთ სასამართლოში? რატომ ამბობენ უარს,  რომ საზოგადოებასთან კომუნიკაცია ქონდეს და ხალხმა თავის თვალით დაინახოს მიხეილ სააკაშვილი? – იმიტომ რომ მისი მდგომარეობა არის ძალიან მძიმე.  ამ ყველაფრის დამალვა და ეჭვების არსებობა არის „ქართული ოცნების“ მთავარი მიზანი. სხვა საფუძველი და მიზეზი ამას არ აქვს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები