spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ შექმნა

ეს არ იყო არჩევნები, ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სრულადაა გაშიფრული “ქართული ოცნების” საარჩევნო სქემა.

“ნოდარ მელაძის შაბათის საგამოძიებო გადაცემაში ვნახეთ სრული სურათი იმ ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემის და იმ სპეცოპერაციის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაატარა. სპეცოპერაციის, რომელსაც სახელად ჰქვია – ყალბი არჩევნები. ჩვენ ვნახეთ, როგორ იყენებდა „ქართული ოცნება“ ფარულობის დარღვევას ტოტალური კონტროლისთვის. ვნახეთ, როგორ ატრიალებდა კარუსელს „ოცნება“. ვნახეთ, სხვისი დოკუმენტებით ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, პირადი ნომრებით უცხოეთში მცხოვრები ადამიანების ნაცვლად ხმის მიცემის კონკრეტული მტკიცებულებები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომელშიც ჩართულები არიან ე.წ რეგისტრატორები კომისიის წევრების სახით და ის ვითომ პროფესიული ნიშნით დანიშნული სუსის მიერ შერჩეული ადამიანები, რომლებიც ამ სქემის საკვანძო ფიგურები არიან.

ჩვენ ვნახეთ, როგორ ჰქონდათ უკანონოდ აწყობილი ქოლ-ცენტრები და პირდაპირ როგორ ძალადობდნენ ადამიანებზე ამ ქოლ-ცენტრებიდან. ვნახეთ კონკრეტული ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც ვერც კი უარყოფენ, რომ ჩართულები იყვნენ ამ ორგანიზებულ-დანაშაულებრივ სქემაში.

სრულად გაშიფრულია ის დანაშაულებრივი სისტემა, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ეს არ იყო არჩევნები – ეს იყო სპეცოპერაცია საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ ვითხოვთ ჩვენ საერთაშორისო გამოძიებას, რომელსაც „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება. მათ კარგად იციან, რომ ეს არის ტოტალური კონტროლის ქვეშ ჩატარებული არჩევნები, ორგანიზებულ-დანაშაულებრივი სქემა, რომლის პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები