სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ბოლო სამი კვირაა პარლამენტში დაბრუნდა ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს. ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკა და კიდევ ერთხელ ეკონომიკა, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, “სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრები სხვადასხვა პოტენციურ ინვესტორებს ხვდებიან და ქვეყანაში არსებული ეკონომიკურ მდგომარეობის გამოსწორებას ცდილობენ.
“მე ვფიქრობ, რომ სწორედ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ბოლო სამი კვირაა, რაც სესიები გაიხსნა პარლამენტში დაბრუნდა ის საკითხები, რაც ხალხს აწუხებს. ეს არის ეკონომიკა, ეკონომიკა და კიდევ ერთხელ ეკონომიკა. რატომ არის ელიტა ზემდიდარი და ხალხი უკიდურესად ღარიბი?! როგორ უნდა გამოვიდეთ ამ ყველაფრიდან?
მე მჯერა, რომ ამერიკული და ევროპული ინვესტიციების მოზიდვა შეგვიძლია და ბევრი შეხვედრა მეც და ჩემს თანაგუნდელებსაც პოტენციურ ინვესტორებთან. მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია ავაშენოთ სახელმწიფო, სადაც დემოკრატია იქნება, სადაც პოლიტიკური პატიმრები არ ჰყავთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.