ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ვადა გაუვიდა – ასე შეგვიძლია შევაფასოთ გუშინდელი ინტერვიუ. ბატონო ბიძინა, თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს ხელისუფლება მოშორდება და საქართველო სწრაფად წავა ევროკავშირისკენ.
“ბიძინა ივანიშვილი დასრულებულია, ვადა გაუვიდა – ასე შეგვიძლია შევაფასოთ გუშინდელი ინტერვიუ. ბატონო ბიძინა, თქვენი დრო დამთავრდა, შეეშვით ამ ქვეყანას, დაანებეთ თავი. თქვენ ხომ კარგად იცით, რომ ეს არჩევნები წაგებული გაქვთ. თქვენი მთელი საუბარი ამის მტკიცებულებაა. თქვენ ამ არჩევნებში მარცხდებით და რაც უფრო ადრე შეეგუებით ამ მარცხს, მით უკეთესი იქნება.
რაც შეეხება 14 მილიარდს, ბატონო ბიძინა, თქვენ ისიც ძალიან კარგად იცით, რომ 14 მილიარდის მიღებას, რომელიც საქართველოსთვის არის გამზადებული, თქვენ აფერხებთ. ამიტომ განიცდით თქვენ და თქვენი თანაგუნდელები ამაზე საუბარს. ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა. 26 ოქტომბერს ჩვენ თქვენს ხელისუფლებას მოვაშორებთ, სწრაფად წავალთ ევროკავშირისკენ, მოვიზიდავთ 14 მილიარდს და ქვეყანა წინ წავა. ვადა გაგივიდათ უკვე, შეეშვით ამ ქვეყანას, ამ აბსურდებზე საუბარს”, – განაცხადა ვაშაძემ.