თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ, – ამის შესახებ “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
ვაშაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი კობახიძეს ანტიქართული საქმეების კეთებაში ადანაშაულებს.
“მინდა, ირაკლი კობახიძეს მივმართო – ბატონო ირაკლი, მოლდოვამ ევროკავშირიდან 2 მილიარდი ევრო მიიღო, კითხვა მინდა დაგისვათ – თქვენ რა გააკეთეთ იმისთვის, რომ საქართველოს ეს თანხა მიეღო? მთელი ეს პერიოდი გვიმტკიცებთ, თითქოს ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს ქვეყნისთვის არაფერი მოაქვს. ხომ გვეუბნებოდით და მოლდოვის მაგალითი მოგყავდათ, მოლდოვამ რა მიიღო? 2 მილიარდი მიიღო, თქვენ რატომ ვერაფერი ჩამოიტანეთ? რომ გეუბნებით, რომ 1 მილიარდიან ფონდზე შეგვიძლია წვდომა გვქონდეს და საქართველოში მოვიტანოთ, თქვენ ამბობთ, რომ არა. ხომ დადასტურდა ახლა თქვენი ტყუილი? კითხვას გისვამთ ძალიან კონკრეტულად, მოლდოვამ რომ მიიღო 2 მილიარდი ევრო, თქვენ რატომ არაფერი ჩამოიტანეთ საქართველოსთვის? იმიტომ, რომ ანტიქართული, ანტიევროპული საქმით ხართ დაკავებული და საიდან მოიტანთ? ამიტომ, თქვენი დრო დამთავრდა! თქვენ უნდა წახვიდეთ, ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოში.
თქვენი დრო დამთავრდა, თქვენ უნდა წახვიდეთ და ჩვენ მოვიტანთ ევროკავშირში გაწევრიანებას და 14 მილიარდს საქართველოსთვის, ჯანდაცვისთვის, განათლებისთვის, ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის, სამუშაო ადგილების შექმნისთვის, წარმოების განვითარებისთვის, ეს არის ის კონკრეტული, რასაც ჩვენ გავაკეთებთ”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.