spot_imgspot_imgspot_imgspot_img
spot_imgspot_img

გიორგი ვაშაძე – თუ ჩვენ ამ პროცესში არ გავიმარჯვეთ, მერწმუნეთ, მთელი ზაფხული ზოგს დაიჭერს, ზოგს ფიზიკურად გაანადგურებს

ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, მე აღარ მაქვს ხალხის მხარდაჭერა, მე არჩევნებს ვერ ვიგებ და უნდა დავამყარო ისეთი რეჟიმი, სადაც ჩემი იქნება ყველაფერი, ავტორიტარი ვიქნები ამ ქვეყანაშიო და მე მას მშიშარა, შეუმდგარი დიქტატორიც დავარქვი, – ამის შესახებ პარტია “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

 

მისი თქმით, “ოცნება” უნდა დამარცხდეს და ამისათვის ხალხი უნდა გამოვიდეს 11 და 12 მაისს ქუჩებში.

 

“სადაც არ უნდა გაიარო, ყველა იმაზე საუბრობს, რომ უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, ვინც ხელს უშლიან საქართველოს განვითარებას და დარწმუნებული ვარ, პირველ რიგში, ახალგაზრდების დიდი ენერგიით ჩვენ დიდ გამარჯვებას მივაღწევთ.

 

ბიძინა ივანიშვილი გამოვიდა და თქვა, მე აღარ მაქვს ხალხის მხარდაჭერა, მე არჩევნებს ვერ ვიგებ და უნდა დავამყარო ისეთი რეჟიმი, სადაც ჩემი იქნება ყველაფერი, ავტორიტარი ვიქნები ამ ქვეყანაშიო და მე მას მშიშარა, შეუმდგარი დიქტატორიც დავარქვი. 

 

რატომ ხდება ეს თავდასხმები? სხვა რა ალტერნატივა  მათ აღარ აქვთ დარჩენილი. ბიძინა ივანიშვილმა მოიჭრა ყველა ურთიერთობა დასავლეთთან და მას ყველამ უკვე დაუსვა დიაგნოზი, რომ ის არ გამოხატავს ხალხის ნებას.  

 

ხშირად ვსაუბრობთ ხელისუფლების ლეგიტიმაციაზე, რა არის ხელისუფლების ლეგიტიმაციის მთავარი წყარო? – ხალხი. თუ შენ ხალხის სურვილს არ გამოხატავ, შენ ფაქტობრივად ლეგიტიმურობის პრობლემა გიდგას, ამიტომ, ამბობს, რომ ჩემი ლეგიტიმაცია იქნება მხოლოდ ძალადობა და მე ასე მინდა, ქვეყანა ვმართო. 

 

საზოგადოებას მინდა, ვუთხრა, რომ თუ ჩვენ ამ პროცესში არ გავიმარჯვეთ, მერწმუნეთ, მთელი ზაფხული ასე სათითაოდ დაუვლის, ზოგს დაიჭერს, ზოგს ფიზიკურად გაანადგურებს. ჩვენ პროტესტი უნდა გავაგრძელოთ, 11 მაისს მარშია, 12 კი ძალიან მნიშვნელოვანია, აქ ჩამოდიან ევროკავშირის ქვეყნებიდან, ჩამოდის ამერიკიდან უმაღლესი რანგის დელეგაცია და ორშაბათს არის საკომიტეტო მოსმენა და ვამბობთ, რომ პარლამენტი ეკუთვნის ხალხს და არა ივანიშვილს”, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

spot_imgspot_img
spot_img

სიახლეები

მსგავსი სიახლეები